„სასულიერო პირი, ვინც ძალადობრივი მოწოდება გააკეთა, სასტიკი საყვედური მიიღო“ – დეკანოზი

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 5-6 ივლისის მოვლენებსა და  ჟურნალისტებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მედიას სასულიერო პირები იცავდნენ და ეფარებოდნენ.

როგორც დეკანოზი განმარტავს, იმ სასულიერო პირმა, რომელიც ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებდა, სასტიკი საყვედური მიიღო.

„ამ დღეს, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, არც ერთი საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს, რომ ჟურნალისტს ეფარებოდეს. ვნახეთ, მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს, აი ამაზე ვისაუბროთ. ის სასულიერო პირი, რომელმაც მსგავსი მოწოდებები გააკეთა (ძალადობრივი) დაბარებული იყო, მიიღო სასტიკი საყვედური და მან საჯაროდ, ჩაწერა და გაავრცელა თავისი შენდობის ვიდეო. მიიღო სასტიკი საყვედური ეს ნიშნავს, რომ რაიმე კიდევ ერთი გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს. თუ მსგავსი ფაქტი ისევ იქნება მომაწოდეთ და განვიხილავთ”,- განმარტავს ანდრია ჯაღმაიძე.

მსგავსი თემები