„ვირთხების უნებლიე ბოსი ხარ, მაგრამ მათზე მეტად “ქანცგაწყვეტილი” ვირთხა ხარ“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი ირაკლი კობახიძეს

„ირაკლი კობახიძე არ მაქვს შენთან პირადული, არც არანაირი პირადული ზიზღი შენს მიმართ არ მამოძრავებს, ერთი ისაა იმ ვირთხების უნებლიე ბოსი ხარ მაგრამ მათზე მეტად ქანცგაწყვეტილი ვირთხა ხარ, ამას შენ მაიძულებ რომ დავწერო,“ – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში და პოსტის ვატო წერეთელის განცხადებას ეხმაურება, სადაც „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ კობახიძემ მას „ნაბიჭვარი“ უწოდა.

„მაიძულებ იმიტომ რომ ღირსებას ხარ მოკლებული, ყარხარ რასაც ჰქვია, არადა შეგეძლო ყოფილიყავი „დასტოინი“. ეს ყველა შენი გამოსვლა განცხადება გულის ამრევია ჩემთვის კი არა, არამედ მთელი 90% საზოგადოებისთვის, არ გრცხვენია? მართლა ნამუსიც ხომ შეიძლება 1 პროცენტის მეასედი მაინც იქონიო, საზოგადოებას რომ ეუბნები ოპოზიცია ქრისტიანობის წინააღმდეგ რამეს ხლართავს, როცა შენ და შენი შენი ხროვა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რაც სიწმინდესთან არის დაკავშირებული ყველაფერს ერთად ცელავთ. მე პირადად ჩემს რელიგიას ძალზე მეტად პატივს ვცემ და ასევე ვალდებული ვარ პატივი ვცე ნებისმიერ რელიგიას, ამისი გარეშე არც შეიძლება, მაგრამ თქვენი შემხვედარე მე გაოცებული ვარ შენ და შენი ხროვა, როგორ იყენებთ რელიგიას.

უბრალოდ კარს მომდგარი არჩევნების მოგების წყურვილით შეპყრობილნი, როგორ ბედავთ იარაღად გამოიყენოთ ის, რაც თქვენში საერთოდ არ არსებობს.

რას ბოდავ ირაკლი კობახიძე, ვის გინდა დააჯერო ის, რომ გასული არჩევნები მოიგეთ ან ახლა ვის გინდა დააჯერო რომ არჩევნებზე საზოგადოება ოპოზიციას გასცემს პასუხს და თქვენ  არჩევნებს მოიგებთ. ჯერ მიდი არჩევნებამდე, რაშიც მე პირადად მეეჭვება, რომ იქამდის „მიეთესლებით“, ახლა რასაც ვუყურებ ის მასმედია მოგიღებს ბოლოს ბატონო ირაკლი კობახიძე მართლა არ მინდოდა ეს დამეწერა, მე თქვენ გიფრთხილდებით გიფრთხილდებით იმიტომ რომ, ჯერ კიდე ბავშვი ხარ და მომავალი წინ გაქვს რა თქმა უნდა ამ შენს სიბოროტეს გადაურჩი,“ – წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები