ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 713 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 939-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 468 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 659 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 441 შემთხვევა, აჭარა – 75, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 17, გურია – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მსგავსი თემები