დღეს, მთავრობის სხდომა გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს, 12 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში  მთავრობის სხდომა გაიმართება.

სავარაუდოდ, მთავრობის სხდომაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც იმსჯელებენ და მედიისთვის განცხადებებიც გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ  საპროტესტო აქციის ორგანიზატორები, მთავრობის გადადგომას ითხოვენ და ვადას 12:00 საათამდე აძლევენ. საპროტესტო აქცია და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა.

მსგავსი თემები