„თავის ტვინში ტლანქი სისხლჩაქცევა ვერ ნახეს“ – ექსპერტი ლექსო ლაშქარავას ცხედრის ექსპერტიზაზე

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, ლექსო ლაშქარავას თავის ტვინში ისეთი სისხლჩაქცევა არ იყო, რომელსაც, შესაძლოა, სიკვდილი გამოეწვია.  სამედიცინო ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას.

„თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო გამოეწვია სიკვდილი, ამ ეტაპზე, გვამის გამოკვლევის დროს, ვერ იქნა ნანახი. იყო გარკვეული საეჭვო უბნები თავის ტვინის ნივთიერებაში. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. ამას კატეგორიულად ჯერ ვერ ვამბობ, რამეთუ მას 8 რიცხვში კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლავ აღენიშნებოდა სისხლი, ჰაერი იმ ლოკაციაში, სადაც ჰქონდა მოტეხილობა. ეს მიუთითებს მასზედ, რომ გაწოვა დროის ამ მცირე მონაკვეთში, რაც საავადმყოფოში იწვა, ვერ მოხდებოდა“ – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ მედიასთან.

ლექსო ლაშქარავას ცხედარი უკვე საკუთარ სახლში გადაასვენეს.

მსგავსი თემები