„ქართული ოცნება“ უმრავლესობის სხდომას მართავს, გარეთ კი აქცია იგეგმება

ამ წუთებში  “ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. ოფისის მიმდებარედ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. პარალელურ რეჟიმში, “ოცნების” ოფისთან მივიდა ნიკანორ მელია და ელენე ხოშტარია, რომლებიც საპროტესტი აქციას გეგმავენ.

ნიკანორ მელია ამ წუთებში პოლიციასთან მივიდა და ოფისში შესვლას ცდილობს, ის სამართალდამცველებს მოუწოდებს, ყველანი რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, სადაც 18:00 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება.  

„ქართული ოცნების“ ოფისთან იკრიბებიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წამომადგენლები, რომლებიც ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო, მთავრობის გადადგომას ითხოვენ.  

საპატრულო პოლიცია ნიკანორ მელიას “ქართული ოცნების” ოფისში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს. 

მსგავსი თემები