ვირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 999 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 226-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 452 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 952 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 609 შემთხვევა, აჭარა – 78, იმერეთი – 65, ქვემო ქართლი – 40, შიდა ქართლი – 11, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 24, კახეთი – 70, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 21, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

მსგავსი თემები