ოპერატორი, რომელიც აქციაზე სცემეს, გარდაიცვალა

„ტვ პირველის“  ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის  აქციაზე სცემეს, გარდაიცვალა. ლექსო სახლში, საკუთარ საწოლში გარდაცვლილი დედამ იპოვა. ლექსოს “სირცხვილიას” ოფისში სახის ძვლები დაუმტვრიეს.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისის აქციაზე, რომელიც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გაიმართა, 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მედიაცენტრი მთავარი“ იზიარებს კოლეგების, ოჯახის, ახლობლების ამ დიდ ტკივილს და სამძიმარს უცხადებს ყველას.    

მსგავსი თემები