კორონავირუსით 1364 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 883 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 364 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 423 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.06 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  376 200-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.06 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.67 ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.07%.

მსგავსი თემები