გორის საკრებულოს წევრს კახა ბურჯანაძეს ბრალდება სხვისი ნივთის განადგურებას ედავება

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გორში ავტომობილის დაწვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

პოლიცია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს კახა ბურჯანაძეს ბრალდება სხვისი ნივთის განადგურებას ედავება.გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქალაქ გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდგომ ავტომობილს, ამავე ავტომობილის მფლობელთან მ.კ-სთან არსებული უთანხმოების ნიადაგზე ცეცხლი წაუკიდა. დეპუტატი მანქანის დაწვის ფაქტს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ ავტომობილი მისი საკუთარებაა და მხოლოდ დროებით მართვაში ჰქონდა გადაცემული მეპატრონეს. ბურჯანაძე პოლიციაში თავად მივიდა, გამოკითხვის შემდეგ კი მისი დაკავება მოხდა. კახა ბურჯანაძე “ევროპული საქართველოს” წევრია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები