ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულებს: ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, ბრალდებულების სრული იზოლაცია იყო საჭირო. დაცვის მხარე კი დაკავებულთა გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი მსვლელობის ღონისძიებაზე, კონტრ-აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 225-ე მუხლებით გრძელდება.

მსგავსი თემები