კორონავირუსით ინფიცირებული 3 ჩვილი ხელოვნურ სუნთქვაზეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. ბავშვები კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არიან მოთავსებული.

როგორც, ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა საუბრისას განაცხადა, ამ კონკრეტულ სამ პაციენტამდე, მსგავსი სიმძიმის შემთხვევა, რომ ჩვილი ბავშვები ვირუსის გამო ხელოვნურ სუნთქვაზე ყოფილიყო, არ დაფიქსირებულა.

მაია ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა ეს ე.წ. დელტა შტამი. კორონავირუსის “ინდური” შტამით შესაძლო ინფიცირების შესახებ სექვენირების პროცესის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები