“თქვეს, რომ ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება ჟურნალისტები სცემონ – უკაცრავად, ეს ხომ იდიოტიზმია” – ვახტანგ გომელაური

თქვეს, რომ ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება ჟურნალისტები სცემონ. უკაცრავად, ეს ხომ იდიოტიზმია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, 5-6 ივლისის აქციებზე ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

მინისტრმა აღნიშნულ შეკითხვას თავდაპირველად ირონიით უპასუხა.

„გავიგეთ, რომ არ იყო პოლიცია, ბრძანება გავეცი, რომ ჟურნალისტები სცემონ და თქვენ ხელი არ განძრიოთ. არც მინდა ამ ადამიანებს შეურაცხყოფა მივაყენო. თქვეს, რომ ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება ჟურნალისტები სცემონ. უკაცრავად, ეს ხომ იდიოტიიზმია. არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს, სახელი და გვარი დაავასახელო.

როგორც შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს, სუსტი თუ ძლიერი მინისტრი, თუ ხელისუფლება, ასეთი რაღაც გააკეთოს. არასდროს მომხდარა, რომ სამწუხაროდ, ამხელა აგრესია წამოსულიყო ჟურნალისტებისკენ. იყო თითოეული შემთხვევა, თავდასხმა ჟურნალისტებზე, ხელის დარტყმა, თუმცა ასე მასობრივად სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად დაწყებულიყო ჟურნალისტებზე დევნა, რა თქმა უნდა, მიუღებელი და საშინელებაა.

რა თქმა უნდა, ვგმობ, სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ის, რომ პოლიცია გვერდზე იდგა, არ ინძრეოდა და საერთოდ არ ეხმარებოდნენ – ბიჭები საავადმყოფოში მოხვდნენ, თავები აქვთ გატეხილი, ოპერაცია გაუკეთეს, მოძალადეებს, ფიზიკურად რისი საშუალებაც იყო ვაკავებდით“, – განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი თემები