„ინდური შტამით“ სამი ჩვილი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ-ის პროფესორის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის – ივანე ჩხაიძი განცხადებით, „ინდური შტამი“ ბავშვებსაც აქტიურად უტევს, მეტად გადამდები და მეტად ლეტალურია. აღნიშნულის შესახებ ივანე ჩხაიძემ   „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

პროფესორის თქმით, მისი თქმით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი  ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

„კორონავირუსის ინდური ვარიანტი მეტად აინფიცირებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას. ბავშვებში ეს ვარიანტი უფრო მეტია, ვიდრე „ალფა“ და „ჩინური“ ვარიანტი.  რისკი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის, მათი მდგომარეობის დამძიმების და ლეტალობის, გაცილებით დიდია. საქართველოს ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, რომელიც მართავს კორონავირუსით დაავადებულ პედიატრიულ პაციენტებს, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში უკვე სამი, წლამდე ასაკის პაციენტია ხელოვნურ სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაავადების მიმდინარეობის ასეთი სიმძიმე არ ყოფილა კორონავირუსის მეორე ტალღის დროს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ვირუსის დელტა ვარიანტის შემთხვევაში თანმდევ დაავადებას მნიშვნელობა არ აქვს.

„თანმდევ დაავადებებზე საუბარი დიდი ხანია, დამთავრდა. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ „დელტა“ ვარიანტი არის გაახალგაზრდავებული, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანმდევ დაავადებებს. ეს არის ვარიანტის აგრესიულობიდან, ინფიცირებულობიდან, ლეტალობიდან გამომდინარე. ასე რომ, ეს საკითხი პრაქტიკულად მოხსნილია და აღარ განიხილება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში.

მსგავსი თემები