“პრეზიდენტს შევხვდი, მას აინტერესებდა და მოვახსენეთ, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები” – ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

მისი თქმით, პრეზიდენტი დაინტერესებული იყო დეტალებით, კონკრეტულად რა ღონისძიებები გატარდა.

„პრეზიდენტს შევხვდი. მას აინტერესებდა და მოვახსენეთ, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები. ჩავაყენეთ საქმის კურსში, რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამწუხაროდ, ჟურნალისტები, რამდენი გამოძახება იყო, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით და ასევე ადმინისტრაციული წესით. ეს ყველაფერი დაწვრილებით მოვახსენეთ პრეზიდენტს. დაგვისვა კითხვები, კითხვებზე გავეცით პასუხი“, –  განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა დღეს ორბელიანების სასახლეში შედგა.

მსგავსი თემები