“სხვა ვაქცინების მოლოდინი არასწორია და დიდი რისკებთანაა დაკავშირებული” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

ჩვენი მოსახლეობის, არცთუ ისე ცოტა ნაწილი ამბობს, რომ ელოდება სხვა ვაქცინას, ეს არის „ფაიზერი“, „ნოვავაქსი“ თუ „ჯონსონი და ჯონსონი“. ამ მოლოდინში ოქროს დღეები იკარგება,” – ამის შესახებ “მედიცანტრ მთავარში” იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველგან მიჩნეულია, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამის საწინააღმდეგო, მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაა, ორჯერადი ვაქცინაცია.

„ორჯერადი ვაქცინაცია ნიშნავს იმას, რომ პირველსა და მეორე ვაქცინას შორის ორ-სამკვირიანი პერიოდია და მეორე ვაქცინის შემდეგ კიდევ ორი კვირა სჭირდება ორგანიზმს, რათა სრულფასოვანი და მაქსიმალური იმუნური პასუხი გამოიმუშაოს. ასე, რომ ერთთვიანი ლოდინი და კიდევ ერთი თვის გადადება „ფაიზერის“ ვაქცინის მოლოდინში დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან არასწორი ნაბიჯია. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია ყველა ვაქცინა, რომელიც საქართველოშია, რომელიც ავტორიზებულია ჯანმო-ს მიერ, ასევე არის იმ ვაქცინების ჩამონათვალში რომლებიც ეფექტურია კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის მიმართ. ამიტომ, აქ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მილიონ დოზა ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა, ვისაც სურვილი აქვს დარეგისტრირდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია. გადადებაზე ლაპარაკი და სხვა ვაქცინების მოლოდინი ძალიან არასწორი არჩევანია და დიდი რისკებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ინდური ვარიანტის გავრცელების სისწრაფეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “მედიცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები