“თქვენ გლოვა არ გმართებთ…”- პატრიარქი, მტკვარში უცნობი გოგონას გადარჩენის გამო დამხრჩვალი ბიჭის ოჯახსა მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შოთა ქარსელაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

36 წლის მამაკაცი მტკვარში უცნობი გოგონას გადასარჩენად გადახტა, ქალი სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. 

“დიდია განსაცდელი, რომლის წინაშეც თქვენ აღმოჩნდით, მაგრამ შოთას მიერ გადადგმული ნაბიჯი, მთელი მისი ცხოვრების მწვერვალია. უფალი ბრძანებს:

“არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის (ინ.15:13). ბუნებით ისედაც გამორჩეულმა, სამშობლოს გულშემატკივარმა შოთამ ამის მაგალითი უჩვენა საზოგადოებას.

თქვენ გლოვა არ გმართებთ, რადგან ასეთნი უფლის სავანის მკვიდრნი ხდებიან; “პატიოსან არს წინაშე ღვთისა სიკვდილი წმიდათა მისთა”.

ღმერთმა დაგლოცოთ!” – წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 

მსგავსი თემები