კერძო ტაქსის მფლობელებს ავტომობილს თეთრად უფასოდ გადაუღებავენ  

თბილისში რეგისტრირებული კერძო ტაქსის მფლობელებს ავტომობილებს თეთრად, უფასოდ გადაუღებავენ. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ავტომობილის შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემა 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსების მფლობელებს, რომლებმაც გაიარეს სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება, არის მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი. მათ, ასევე, უფასოდ გადასცემენ ავტომობილის ქიმიური წმენდის ვაუჩერებს.

​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, აღნიშნულ ხარჯს ბიუჯეტი არ გაიღებს. ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს, მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია გადასცემს, რომელიც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს დააფინანსებს და სალონის ქიმიურ წმენდას უზრუნველყოფს. ტაქსებისთვის სამღებრო და ქიმიური წმენდის სამუშაოები 2018-2019 წლის პერიოდში განხორციელდება.

“კარგად მესმის, რომ ეს ადამიანები აღნიშნული სერვისის განხორციელებით, ოჯახებს არჩენენ. შესაბამისად, მათ აღნიშნული ხარჯის გაწევა აღარ მოუწევთ და არ დაეხარჯებათ არც ერთი თეთრი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

​მისივე თქმით, ტაქსების ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება დიდია და ტაქსების მოწესრიგებასთან დაკავშირებული რეფორმის განხორციელების პროცესში დედაქალაქის მერიას საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა აქვს.

კახა კალაძემ რეფორმის მეორე ეტაპზეც ისაუბრა, რომელიც მომავალი წლის პირველი ოქტომბრიდან შევა ძალაში და ტაქსის ვიზუალური სტანდარტის ამოქმედებას ითვალისწინებს.

“რეგისტრირებული ტაქსის მძღოლები გარკვეულ შეღავათებს მიიღებენ. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან; ექნებათ სპეციალური ადგილები, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, რეკლამა განათავსონ; ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე გამოყოფილი იქნება სპეციალური საპარკინგე ადგილები, რომელიც ტაქსის მძღოლებისთვის უფასო იქნება; მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობლები. ასე რომ, ჰოლანდიის და თბილისის „შტაბკვარწირებმა“ ერთმანეთში ატარონ გამოკითხვები, თუ როგორია დედაქალაქის მერიის რეფორმა ტაქსებთან დაკავშირებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

​​მისივე ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, უკვე გაცემულია 12 000-მდე ნებართვა და  პროცესი გრძელდება. ტაქსის სერვისის რეგისტრაციის გარეშე განხორციელება 200 ლარით დაჯარიმდება.

 

მსგავსი თემები