“ეკლესიას რომ არ აწყობდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“ – მეუფე იაკობი ჟურნალისტების ცემაზე  

მეუფე იაკობი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არ ეხება „პრაიდის კვირეულს“ და მას შეხვედრა აქვს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით.

მეუფემ კომენტარი გააკეთა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ანგარიშსწორებაზე და აღნიშნა, რომ ეკლესიას ეს ნამდვილად არ უნდოდა.    

„ჩემზე ნუ დაიწყებთ ყველაფრის გადმობრალებას.  მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ. ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს. აქ პირადი შეხვედრა მაქვს. აქციებთან დაკავშირებით არ მოვსულვარ. სასულიერო პირები ყოველთვის შემწყნარებლები ვართ. ყველაზე ცუდია რა არის იცით? ორი დღის განმავლობაში რაც მოხდა, ჟურნალისტების დარბევა სამწუხარო ფაქტია, რაც მოხდა – ვის აწყობდა ეს? ეკლესიას რომ არ აწყობდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მე  არავის ვაძლევდი საშუალებას თქვენთან მოახლოების“ – განაცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები