„ჩვენი ერი ვერასდროს ვერ შეეგუება უზნეობის აღლუმს, რა დროშების ქვეშაც არ უნდა იმალებოდეს ის“, – ლევან ვასაძე

„გრძელდება განსაცდელი ყოველი მხრიდან. სანამ მე აქ ამ ჩემს დაავადებასა და დიაგნოსტიკას ვებრძვი და უფლის იმედად ვარ, ჩემს სამშობლოში დიდი განსაცდელის ჟამი დადგა“ – აცხადებს „ერის“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე და  შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა მოახდინოს ლოკალიზება და გაყვანა პარლამენტის წინა ტერიტორიიდან ამ რადიკალების, სექსუალური ჯგუფების, მათი მხარდამჭერი უნამუსო პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების.  

როგორც ლევან ვასაძე აცხადებს, „პრაიდის“ ორგანიზატორებმა ერთი დღე არ იკმარეს და მეორე დღესაც ცდილობენ დაპირისპირებას.

„გრძელდება განსაცდელი ყოველი მხრიდან. სანამ მე აქ ამ ჩემს დაავადებასა და დიაგნოსტიკას ვებრძვი და უფლის იმედად ვარ, ჩემს სამშობლოში დიდი განსაცდელის ჟამი დადგა. გუშინ, 5 ივლისს, მიუხედავად საზოგადოებისა და ეკლესიის არაერთი მოწოდებისა, იმიტომ, რომ თავის დროზე, როგორც ჩვენ შევთავაზეთ, ხელისუფლებამ არ გააუქმა ეს უმსგავსო ღონისძიება, მოხდა ის, რაც მოხდა და ჩემი შეფასება არის, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია სექსუალური რადიკალებისა და მათი დამფინანსებლების, ჩვენი სახელმწიფოს არევისა. ამ პროვოკაციას მოჰყვა სამწუხარო შედეგები და დღეს და გუშინ მთელი ლიბერალური მანქანა აწკავწკავდა და აღმუვლდა და ერს უწოდა ძალადობრივი ჯგუფები.

ერის ნებას უწოდა რაღაც მარგინალური და რადიკალური, როცა ისინი თვითონ არიან ამდენი წლის განმავლობაში მოძალადეები ქართველი ერის ყოფაზე, ფსიქიკაზე, გრძობებზე. მათ სინამდვილეში არ ადარდებთ არანაირი ძალადობა, რომელიც ერის წინააღმდეგ არის მიმართული. ისინი ატყუებენ ჩვენს ახალგაზრდებს, ითრევენ მათ ფლიდ იდეოლოგიაში, თავისუფლებისა და ე.წ გამოხატვის თავისუფლების დროშებით დაღუპვისკენ მიჰყავთ ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილი, რომლებიც გულუბრყვილოდ უჯერებს მათ და ჰგონია, რომ ის არის თავისუფლება და ისინი არ არიან მოძალადეები. მათ ეს არ იკმარეს და მეორე დღეს ცდილობენ კიდევ უფრო მეტი ესკალაცია მოახდინონ ამ დაპირისპირებისა. დააანონსეს რაღაც უმსგავსო აქცია, იკრიბებიან და ამ გაწვალებულ, გაღიზიანებულ ერს ყველაფერს უკეთებენ, რომ გამოიწვიონ ის, რათა მერე დააბრალონ მათ რადიკალიზმი, რომლის მატარებლებიც სინამდვილეში თვითონ არიან. არავითარი გამართლება მათ ამ საქციელს არ აქვს და მე მესმის რაოდენ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი სახელმწიფო. ყველა, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, მოწოდებულია იქითკენ, რომ ავიცილოთ თავიდან ამ ლიბერალ-რადიკალების მხრიდან სახელმწიფოს დესტაბილიზაციის მცდელობა. ამ მოწოდებებს უკან უდგას ცინიკური გეგმა ჩვენი სახელმწიფოს არევისა, და კიდევ ერთი ლიბერალური, ან გადატრიალებისა, ან რევანშისა. ჩვენი ერი ვერასდროს ვერ შეეგუება უზნეობის აღლუმს, რა დროშების ქვეშაც არ უნდა იმალებოდეს ის“, – განაცხადა ვასაძემ.

მსგავსი თემები