შესაძლოა, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის გამოყვანა გახდეს საჭირო

ამ ეტაპზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია. ორი დაპირისპირებული მხარე ადგილის დატოვებას არ აპირებს და მათ შუაში პოლიციაა გამაგრებული.

„თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერები სამართალდამცველების მხრიდან სპეცრაზმის გამოყვანას ითხოვს.

ამ წუთებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაწა სირაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ორივე აქცია მშვიდობიანად დასრულდება.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რომ არ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება. აქცია დასრულდება ორივე მხარისთვის მშვიდობიანად და უსაფრთხოდ გავიყვანთ ხალხს. ორივე აქცია უნდა გავიყვანოთ უსაფრთხოდ, დეტალები ჩვენი მოლაპარაკების საგანია“ – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

„პრაიდის“ მოწინააღმდეგე აქციის მხრიდან კვერცხებსა და სხვადასხვა ნივთებს ისვრიან. სამართალდამცველები პერიოდულად ადამიანებსაც აკავებენ. არაერთხელ იყო მცდელობა პოლიციის კორდონის გარღვევის.    

რამდენიმე წუთის წინ ვაჟა სირაძესთან „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე მივიდა, რომელმაც სირაძეს სწორედ საპოლიციო ძალების კიდევ უფრო გაძლიერების მოთხოვნა წაუყენეს.

ადგილზე მიყვანილია მიკროავტობუსები, რომლითაც “პრაიდის” მხარდამჭერები ადგილიდან უნდა აიყვანონ, თუმცა, ისინი ამას არ თანხმდებიან.   

მსგავსი თემები