“პრაიდის” ღონისძიებაზე, დაპირისპირებისას დაკავებულს 3 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთ დაკავებულს 3 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც „მრგვალ ბაღთან ”  მომხდარ დაპირისპირებაში ფიგურირებს, პაატა გურჩიანია. სწორედ მას შეეფარდა 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ გამოიტანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა დაკავებული პირის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოცემულობიდან – დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე მოითხოვა. თავად დაკავებული გურჩიანი საპატრულო პოლიციის მიერ გაჟღერებულ გარემოებებს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ “ლანძღვა-გინებას ეთანხმებოდა”.

პაატა გურჩიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

მსგავსი თემები