ვირუსით 1 407 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 606 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 407  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 591 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.49 %

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 407 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  371 293-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.49 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.01 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.68%.

მსგავსი თემები