„ლგბტ აქტივისტები არიან ფსიქოლოგიური ტერორისტები, მათ ერი გამოიწვიეს “ – მეუფე იაკობი

რუსთაველის გამზირზე, სადაც ლგბტ მარშის გამო დილიდან კონტრ-აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები, დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე სასულიერო პირებიც იმყოფებიან, რომლებიც ლოცვას აღავლენენ.

როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რაც დღეს რუსთაველზე ხდება, სწორედ ლგბტ აქტივისტების ბრალეულობაა, რადგან მათ ერი გამოიწვიეს.

„ჩვენ მრევლს მოვუწოდებთ, წმინდა გიორგის ტაძართან, ქაშუეთთან შევიკრიბოთ.  რადიკალები არიან ლგბტ აქტივისტები, პრაიდის ის წევრები, რომლებიც ცდილობენ, გამოიწვიონ ქართველი ერი. ლგბტ აქტივისტები არიან ფსიქოოგიური ტერორისტები, მოძალადეები, სწორედ მათი  ბრალია ჟურნალისტებს თუ შეგეხნენ. მათ ერი გამოიწვიეს. რა გგონიათ, დიპლომატები დაუდგებიან უკან და ჩვენ დიპლომატების შეგვეშინდება? არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, ცალკე რუსეთის ეშინოდეს, ცალკე კიდევ ნებისმიერ ქვეყნის დიპლომატების, ჩვენ მათი არ გვეშინია. სირცხვილია, ისინი როგორც იქცევიან“ – განაცხადა მეუფე იაკობმა მედიასთან.

მსგავსი თემები