რუსთაველის გამზირი ამ წუთებში პარალიზებულია. კონტრ-აქციის ორგანიზატორები და მხარდამჭერები, რომლებიც ლგბტ თემის მხრიდან მსვლელობას აპროტესტებენ, ამ წუთებში ფილარმონიის მიმართულებით დაიძრნენ.
რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე მოვლენებისას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა. ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 2 მოქალაქეს გაუწიეს. ორივე მოქალაქე ჰოსპიტალიზებული იქნა თბილისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლგბტ თემი დღეს თბილისის ქუჩებში მსვლელობას გეგმავს, რომელსაც კონტრ-აქციის მონაწილეები აპროტესტებენ.