„ვერ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონობის პროპაგანდირებას“ – მეუფე სტეფანე  

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას კიდევ ერთხელ განმარტავს და აცხადებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონების პროპაგანდირება არ უნდა ხდებოდეს.  

„ვიღაც ცოდვის მონობაში მყოფი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც მხარს უჭერს გარკვეული საერთაშორისო მაფია, რომელსაც ეს სჭირდება გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის და ეს ლიბერალიზმის იდეოლოგია, რომელიც ქრისტიანობის საწინააღმდეგო, ბოროტისგან შემოტანილი, ეს დაგვიყენეს, როგორც არბიტრი ჩვენს ცხოვრებაში. თურმე, ვინმე ელჩი რამეს იტყვის და ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერი არ არის. ეკლესიამ მკაფიოდ და ზუსტად ორჯერ გამოაცხადა, კიდევ გამოაცხადებს რამდენჯერაც საჭირო იქნება, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონობის პროპაგანდირებას“, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

შეგახსენებთ, რომ “თბილისი პრაიდის” კვირეულის დასკვნითი ღონისძიება 5 ივლისს იმართება. ღონისძიების ორგანიზატორების დედაქალაქში მსვლელობას გეგმავენ.

მსგავსი თემები