ვაქცინაზე რეგისტრაციის პორტალი ამუშავდა

„სინოფარმით“ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. პორტალი რომელიც გუშინ გაითიშა, ამუშავადა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი  booking.moh.gov.ge გუშინ უნდა ამუშავებულიყო და ვაქცინაციის მსურველები უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, თუმცა, ეს შეუძლებელი გახდა. როგორც მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, საიტზე განხორციელდა კიბერშეტევა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. დღეიდან რეგისტრაცია და ადგილების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია.

მსგავსი თემები