როგორც ყველას ბოლო მოდელის „მერსედესი“ ვერ ეყოლება, ისე ყველა „ფაიზერით“ ვერ აიცრება  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მთავარი ინფექციონისტის,  თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,  არ არის აუცილებელი, ყველა „ფაიზერის“ ვაქცინას დაელოდოს, რადგანაც ჩინური ვაქცინა არანაკლებ ეფექტური და შედეგიანია. მისივე თქმით, კონკრეტული ვაქცინის მოლოდინში რო იკარგება.

„ყველა თანხმდება იმაზე, რომ უნდა ავიცრათ  იმ ვაქცინით, რომელიც  გვაქვს. თუ გვექნება არჩევანის საშუალება ჩინურს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის, მაშინ შესაძლებელია არჩევანი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არჩევანი ყველას ვერ შეხვდება და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ყველას გამოუჩნდება თავისი მსურველი.  არ ვფიქრობ, რომ ჩინურ ვაქცინას შესაძლოა, ცოტა ნაკლები მსურველი ეყოლოს, ვიდრე „ფაიზერს“. ჩინური ვაქცინა უფრო უსაფრთხოა“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.  

მისივე შეფასებით, ჩინური ვაქცინა ეფექტურია და მძიმე ფორმებისგან იცავს.

„საკმარისად ეფექტურია, იცავს სასიკვდილო ფორმებიდან და საბოლოო ჯამში,  ჯერ კიდევ არავინ იცის, როგორ დალაგდება მათი რეიტინგი.  ფრაზები – „მე აუცილებლად „ფაიზერი“ მინდა“,  მაგონებს, საქართველოს მოქალაქეები რომ გამოვიდნენ და თქვან, ყველას გვინდა თითო ავტომობილი და აუცილებლად „მერსედესის“ ბოლო გამოშვებაო. ეს ხომ არარეალურია.  ყველას უნდა „მერსედესის“ ბოლო გამოშვება, რეალისტები უნდა ვიყოთ და გამოვიყენოთ ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი თემები