„კოვაქსი“ ქვეყნებს მიმართავს და ვაქცინების თანაბრად გამოყენებისკენ მოუწოდებს  

„კოვაქსის“ პლატფორმის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურები იმ 5 სახის ვაქცინით უნდა იყვნენ აცრილები, რომლებსაც ევროკავშირის სამედიცინო სააგენტოს ავტორიზაცია გააჩნია.

„კოვაქსის“ პლატფორმა ქვეყნების ხელმძღვანელებს მიმართავს და სთხოვს, მოსახლეობის ვაქცინირება თანაბრად უზრუნველყონ, ისე, რომ ეს არ იყოს დამოკიდებული დაბალ და მაღალ სოციალურ ფენებთან. ასევე, ქვეყნებს მიმართავენ, თავი აარიდონ ორსაფეხურიანი მგზავრობისა და ვაჭრობის რეჟიმის შემოღებისგან.

1 ივლისიდან, ივლისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედებს „კოვიდსერტიფიკატები“, რომელიც მოგზაურებს საშუალებას აძლევს, ტესტის გარეშე, თავისუფლად გადაადგილდნენ. „კოვაქსი“  ასევე განმარტავს, რომ  ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურები მხოლოდ იმ ვაქცინებით უნდა იყვნენ აცრილები, რომელსაც ევროპული სამედიცინო სააგენტოს  ავტორიზაცია გააჩნია და ესენია: „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასრაზენეკა“ და „ჯონსონი და ჯონსონი“.

მსგავსი თემები