„ქვეყანას სჭირდება სასამართლო სისტემის რეფორმა“ – გერმანიის ელჩი

საქართველოში აკრედიტირებული გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში ქვეყანაში სასამართლო სისტემის გამართულობის აუცილებელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება სასამართლო სისტემის რეფორმა.

როგორც ელჩი განმარტავს, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, საეჭვო კითხვები არ უნდა გაჩნდეს.

„ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება, რომ ქვეყანას სჭირდება სასამართლოს სისტემის რეფორმა. მოსამართლეთა დანიშვნის წესთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ რეფორმის მთავარი მიზანია, მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა მოსამართლეებისადმი და ამ სისტემისადმი. ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს არ გაუჩნდეს ეჭვი მიკერძოებულობაში. მოსამართლეები უნდა დაინიშნონ ისეთი სისტემით, რომ არსებობდეს აბსოლუტური ნდობა ამ სისტემისადმი, რომ მათი უფლებები და სამართალი აღსრულდება“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

მსგავსი თემები