კორონავირუსით 980 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 579  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 980 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 877 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  3.2 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  367 058-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.2 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.66%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.86%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 877 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 352 624-მდე.

მსგავსი თემები