საქართველოს პრეზიდენტი „თბილისი პრაიდს“ სოლიდარობას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს მხარდაჭერას უცდახებს და ამბობს, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება დაცულია.

„ჩემთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა. მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მისი თქმით, „თბილის პრაიდის“ მონაწილეებს სრული უფლება აქვთ, გამოხატონ საკუთარი აზრი.

„მე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ამიტომ ასევე მიმაჩნია, რომ ყველას აქვს გამოსვლის უფლება. ასევე, „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა, კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში. ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები