თბილისში კიდევ ერთი მეწყრული ზონა გაჩნდა

​ლისი-მიხათწაყოს მისასვლელი გზა სამივე მხრიდან ჩაკეტილია. ადგილი ბეტონის ჯებირებით შემოფარგლეს, რომ მიმდებარედ გადაადგილება შეუძლებელი იყოს. მიზეზი კი მეწყრული პროცესებია, რომელიც ადგილზე გაჩნდა.

ახალ მეწყრულ ზონას გეოლოგები და სპეციალისტები იკვლევენ, სწორედ მათი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რა პროცესები მიმდინარეობა ლისი-მუხათწყაროს მიმართულებით.   

როგორც გუბერნატორი აცხადებს, სამანქანო გზას ის კომპანია მიხედავს, ვინც საგზაო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.  

“მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ადგილზე მოსულები იყვნენ როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, ისე სხვა სპეციალისტებიც. დაიწყება საინჟინრო პროექტზე მუშაობა. სამანქანო გზას კი აღნიშნული კომპანია დაიწყებს, რადგანაც, გზის მოვლა-პატრონობა რადგან ეს მის პასუხისმგებლობაშია,”- აცხადებს დავით ნოზაძე.

მსგავსი თემები