ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას დროებით გიორგი შარაბიძე შეასრულებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯომარის მოვალეობას გიორგი შარაბიძე შეასრულებს. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. 

რაც შეეხება ცესკოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის მომავალ საქმიანობას, როგორც დღეს ცესკოს პრესსპიკერმა აღნიშნა, თამარ ჟვანია მუშაობას კვლავ საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს, თუმცა რომელ ორგანიზაციაში, ნათია იოსელიანს არ დაუკონკრეტებია.

მსგავსი თემები