“იმ საკითხების გადასაფარად, რაც სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს, “ოცნებამ” სავარაუდოდ, იძულების ფორმით თამარ ჟვანია გადააყენა” – გიორგი ხოჯევანიშვილი

იმ საკითხების გადასაფარად, რაც დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს, “ქართულმა ოცნებამ” სავარაუდოდ, იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაში აშკარად იგრძნობა “ქართული ოცნების” გავლენა.

“ცოტა ხნის წინ ჩვენი გუნდის ლიდერი საუბრობდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო არჩევნების შედეგების შენარჩუნება. ამის მიზეზი არის სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ძალიან დაბალი ნდობის დონე, შესაბამისად, იმის გამო, რომ მომხდარიყო გარკვეულწილად რეაბილიტაცია და იმ საკითხების გადასაფარად, რაც დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს, “ქართულმა ოცნებამ” სავარაუდოდ, იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას. „ქართული ოცნება“ იძულებულია მიიღოს გარკვეული რადიკალური ზომები იმისთვის, რომ გადაფაროს სასამართლოში მიმდინარე პროცესები და ამ თვალსაზრისით კარგი საშუალება იყო ჟვანიას გათავისუფლება”, -განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მსგავსი თემები