მცხეთა-მთიანეთში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვის ფაქტი  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოვლინდა. დაკავებულია ერთი პირი.

ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი თითქმის 13 ათასი ლარის ღირებულების საქონელი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ხანგრძლივი პატიმრობა ელის.

მსგავსი თემები