თბილისში, ბაგებში მამაკაცი დაჭრეს

გვიან ღამით დასრულდა ბაგებში მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირების გამოკითხვა ვაკის პოლიციაში. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა საბაგიროს დაცვის თანამშრომელი მუცლის არეში დაჭრეს.

დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს საბაგიროს რიგში მყოფ პირებთან შელაპარაკება უძღოდა წინ. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი თემები