„თქვენს გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ“ – მეუფე გელათის ტაძარზე  

მეუფე იოანე გამრეკელი გელათის ტაძრის დაკეტვაში მედიას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სწორედ მათი აქტიურობისა და არასწორი მოქმედებების შედეგად დაიკეტა ტაძარი.

“თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით, რატომ არის ტაძარი დაკეტილი.  რატომ მეკითხებით? ჩემზე კარგად იცით ყველაფერი. იცით, რომ “იუნესკოს” ექსპერტები არიან ჩამოსულები და თქვენ მათ მუშაობაში  ხელს უშლით. მიტომ, ტაძარი დაკეტილია. დიახ, სწორედ თქვენს გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ. მრევლს ლოცვის და წირვის საშუალება აქვს. მრევლი არ ზარალობს ამით. პირიქით, ჩვენი ინტერესია, სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს. გითხარით თუ “იუნესკოს” ექსპერტები უძლური არიან, თქვენ ვერ უშველით ვერაფერს” , –  ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა გელათის ტაძართან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ტაძარში “იუნესკოს” ექსპერტები რამდენიმე დღეა მუშაობენ. ტაძრის დაკეტვის შესახებ ანალოგიური განცხადება გააკეთა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომ ექსპერტებმა მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა მოითხოვეს.

მსგავსი თემები