“ლამის ტრადიციად გახადეს ქართული ტრადიციების დაცინვა და ხელყოფა“ – ლევან ვასაძე ელჩებს

მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“-ს დამფუძნებელი  ლევან ვასაძე „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების, სამართალდამცველები, მოსახლეობის პარალელურად, ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებსა მიმართავს და მოუწოდებს, ნუ შეურაცხყოფენ ქართულ ტრადიციებს.  

„მოვუწოდებ უცხოური ქვეყნების ელჩებს, განსაკუთრებით კი დასავლური ქვეყნების ელჩებს, რომლებმაც ლამის ტრადიციად გახადეს ქართული ტრადიციების დაცინვა და ხელყოფა, ნუ იკადრებთ ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს, მის ეკლესიას, მის ოჯახურ ღირებულებებს დარჩით თქვენს საელჩოებში და ნუ გაერევით ამ პროვოკაციაში, სიბინძურეში“ – აცხადებს ლევან ვასაძე „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს ვერაფერი გააჩერებს.

„ამ რადიკალებთან, ვინც ამ პროვოკაციას გვიწყობენ, მე არავითარი საერთო არ მაქვს. რადიკალიზმის განმარტება არის იმის კეთება და  ქადაგება რაც არ არის მიღებული ქართულ საზოგადოებაში, სწორედ ამიტომ, ეს პროვოკატორები არიან რადიკალები. დარწმუნებული ვარ, ვერც ჩემი ავადმყოფობა და ვერც ვერაფერი გააჩერებს ქართველ ხალხს ამ სიბინძურეების არდაშვებისგან. უნდა გააუქმონ ე.წ. პრაიდის კვირეული. ნებისმიერი საჯარო ქადაგება ამ უკიდურესი უზნეობისა, საქართველოსთვის მიუღებელია.

ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. რომ სტამბულიდან მიწევს ამ განცხადების გაკეთება. იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებ მოვასწრო თბილისში დაბრუნება და ყველაფერი კარგად იქნება. დავდგეთ ერთად, გეძახით ყველას“ – აცხადებს ლევან ვასაძე თურქეთის კლინიკიდან.   

მსგავსი თემები