კორონავირუსით 754 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 928  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 754 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 438  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.10 %

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 754 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  362 937-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.10 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.33%.

მსგავსი თემები