თაკო ჩარკვიანმა პრემერ-მინისტრს მისი მოღვაწეობის „ქეთოს მზითევი“ ჩამოუთვალა

„ვინ თქვა, რომ ვინმე, რომელიმე დახმარებას ელის თქვენგან ან ვინმეს სჭირდება წყალობა ღვთის? ადამიანები გატანილი ბიუჯეტის უკან დაბრუნებას ითხოვენ“ – ასე მიმართა თაკო ჩარკვიანმა ირაკლი ღარიბაშვილს და კორუფციის ფაქტებზე ესაუბრა.

„ახლა თქვენი მოღვაწეობის „ქეთოს მზითვი“ მინდა ჩამოვთვალო: კორუფცია ყვავის, სასამართლოში კლანია, რკინიგზა­ ჩაიძირა, ანაკლიის შესანიშნავი პროექტი აბსოლუტურად განადგურებულია, გაძარცვულია ბიუჯეტი… ვინ თქვა, რომ ვინმე, რომელიმე დახმარებას ელის თქვენგან ან ვინმეს სჭირდება წყალობა ღვთის? ადამიანები გატანილი ბიუჯეტის უკან დაბრუნებას ითხოვენ და თუ ეს ასე არ არის, მაშინ თქვენს ინტერესში უნდა იყოს საგამოძიებო კომისიების შექმნა და გამოძიება, ვინაიდან თქვენ ხართ ის პრემიერი, მომიტევეთ, მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ თითს თქვენკენ იშვერენ მოქალაქეები, რომ თქვენ დროს ჩალპა ქვეყანა კორუფციაში, ამაზე თქვენი ორი პრემიერი საუბრობს. თქვენ რასაც სტაბილურობას ეძახით, იმას ჩვენ სტაგნაციას ვეძახით და რომ, ის ბომბები არ ცვივა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთისკენ არ მიაქანებთ, ვინაიდან პუტინ -ბაიდენის შეხვედრაზე, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე არ იყო საუბარი,“ – განაცხადა ჩარკვიანმა პარლამენტის დარბაზში, სადაც დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილს კითხვებს უსვამენ.

მსგავსი თემები