8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის მოძალადეების სახლი გადაწვეს

მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი საშინელი ფაქტის შემდეგ, ბავშვის ოჯახმა მოძალადეების სახლი გადაწვა. საუბარია 8 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე, რომლისთვისაც მამა-შვილი დააკავეს.

სოფლის მოსახლეობამ, მოძალადე ოჯახის სახლს ცეცხლი წაუკიდა და მათ გასახლებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ადგილობრივები დაკავებული მამა-შვილის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მსგავსი თემები