„ეს არის ინტერესთა თანხვედრა“ – პაპუაშვილი გახარია-„ნაცმოძრაობაზე“

მმართველი გუნდი ისევ გიორგი გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესთა თანხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი მოლოდინია, მმართველმა გუნდმა, არჩევნებზე 43% ვერ მიიღოს.   

როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში არანაირი დამოუკიდებელი როლი არ აქვს.

„გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პოლიტიკაში დაბრუნება აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“. გიორგი გახარიას პოლიტიკაში არანაირი დამოუკიდებელი თამაში არ აქვს, მისი ერთადერთი მიზანი რაც შეიძლება არჩევნებში იყოს, არის, რომ როგორმე, „ქართულ ოცნება“ 43%-ზე ქვემოთ ჩამოვიდეს და ეს ერთადერთი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის მიზანია“. ეს არის ინტერესთა თანხვედრა. ის ფაქტი, რომ ისინი სასტუმროში ერთად იმყოფებიან და არსებობს ინფორმაცია, რომ მათ შორის შეხვედრა იყო, ეს ადასტურებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ინტერესთა თანხვედრა, ეს არის ერთიანი თამაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები