„მქონდა განცდა, რომ ვიყავი არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი“ – თეა წულუკიანი ჟურნალისტებს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მედიის მხრიდან არაკომფორტული და არასამუშაო პირობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარლამენტში ყოფნისას ჰქონდა განცდა, რომ არა დეპუტატი, არამედ, დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი იყო.

მისი შეფასებით, გელათის ტაძარში იტალიელ ექსპერტებს მშვიდ გარემოში მუშაობა სურთ და არა მედიის პრესის ქვეშ ყოფნა.

„რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე? იმიტომ, რომ მაგალითისთვის, როდესაც მე გახლდით საქართველოს პარლამენტის წევრი, მედია მუშაობის საშუალებას არ მაძლევდა. მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვიყავი არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი. მე ამით ვიყავი ბედნიერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იტალიელ ექსპერტებს მშვიდ გარემოში მუშაობა სურთ“ – განმარტა წულუკიანმა მედიასთან.

მისი თქმით ქართველი ჟურნალისტები იყვნენ ის პირველი ადამიანები, რომლებიც იდგნენ გელათის დაცვის სადარაჯოზე.

„აგერ არიან უცხოელი ექსპერტები და დააცადეთ მათ მუშაობა. მათ ითხოვეს მხოლოდ 7-8 ადამიანი, რომლებიც დამოუკიდებელი ექსპერტები არიან. ეს ჯგუფი გახლავთ იუნესკოს მიერ წარმოდგენილი ჯგუფი. ერთია, რომელმაც სახურავის პრობლემაზე უნდა დასვას დიაგნოზი. მეორე ჯგუფი გახლავთ, რომლებიც იმუშავებენ კედლის მხატვრობის დაზიანების დიაგნოსტიკაზე. შევთანხმდით, რომ ეს 1 კვირა ექსპერტებს მუშაობას დავაცდით“ – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები