“ოპოზიციას მოვუწოდებ, დატყვევებული ადამიანის ტრაგედიას ნუ გამოიყენებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად” – ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიციას მოვუწოდებ, დატყვევებული ადამიანის ტრაგედიას ნუ გამოიყენებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, რადგან ეს არის აგრესიის განგრძობითი შედეგი და ამის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ადვილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ყველა შესაძლო პლატფორმას და არხს იყენებს, რათა დატყვევებული მოქალაქის განთავისუფლება მოხდეს.

„ამ პროცესში სასულიერო პირებიც არიან ჩართულები. ჩვენმა პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს თხოვნით მიმართა. სახელმწიფო მაქსიმალურ სოლიდარობას და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. როცა ოკუპანტი ასეთი უკანონო ქმედებებით ცდილობს, ჩვენი საზოგადოების შიგნით დახლეჩვისა და დაპირისპირების ელემენტის შემოიტანოს, არ უნდა შევუწყოთ ამ მიზნების განხორციელებაში ხელი და ერთიანები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები