“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერდება და პარლამენტი კანდიდატებს კენჭს უყრის” – ირაკლი კობახიძე

“ქართულ ოცნების” ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერდება და საქართველოს პარლამენტი კანდიდატებს კენჭს უყრის.

“პარტიის პოლიტიკურ საბჭოს სურს საზოგადოებას გააცნოს პარტიის პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ამა წლის მარტში წარმოებდა აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პოლიტიკური შეთანხმების შინაარსის გარშემო.

მოლაპარაკებების ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერდა პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერებულიყო უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, უნდა გადასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდათ განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო კანდიდატების შერჩევის პროცესი,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები