საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 211 -ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 773 პირს დაუდასტურდა, 575 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 22 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 914 შემთხვევა გამოვლინდა, 635 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები