„ადამიანები მიდრეკილები არიან ქეიფისკენ, მათ გავუხსენით ხელ-ფეხი, რაც ვირუსის გავრცელების რისკს ქმნის“ – ბიძინა კულუმბეგოვი

„კომენდანტის საათის“ მოხსნა არავაქცინირებულ საზოგადოებაში ადამიანებს თავშეყრისკენ უბიძგებს“ – აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და შიშობს, რომ ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა ვირუსის გავრცელების მაღალ რისკს ქმნის.

„კომენდანტის საათის“ მოხსნა არავაქცინირებულ საზოგადოებაში ადამიანებს თავშეყრისკენ უბიძგებს. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა ეს იყო, რომ ადამიანები მიდრეკილი არიან ქეიფისკენ, ერთად შეკრებებისკენ და ახლა პირიქით, ამით მათ გავუხსენით ხელ-ფეხი. ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში დაიწყებენ ჯგუფურად დროის გატარებას, რაც ქმნის ვირუსის გავრცელების დიდ რისკს. როცა ადამიანების უზარმაზარი სეგმენტი გყავს აუცრელი,  ეს რისკის მატარებელია“, – ამბობს  ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამით, გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა 24 საათამდე გადაიწია, ივლისიდან კი „კომენდანტის საათი“ საერთოდ უქმდება.  

მსგავსი თემები