“ზაზა გახელაძის საკითხის განხილვა ყველა ფორმატში გაგრძელდება, სანამ არ მოხდება მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება” – სუსი

ზაზა გახელაძის გათავისუფლებისათვის ყველა ბერკეტის გამოყენებაზე საუბრობენ სახელმწიფო უწყებებში. სუსისა და შერიგების სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ საოკუპაციო ძალებზე ზეწოლისთვის გააქტიურებულია ყველა ფორმალური და არაფორმალური არხი.

“ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საშუალებით მუშაობდა.

საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში წარმოადგენდა განხილვის მთავარ საგანს და გაგრძელდება საკითხის განხილვა უწყვეტ რეჟიმში, სანამ არ მოხდება მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება,” – აცხადებს სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი.

მსგავსი თემები