“ღირსების მარში” ვერ შედგება საქართველოში, ამას არ დავუშვებთ!” – მეუფე გიორგი მიმართვას აქვეყნებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი „თბილისი პრაიდის” მიერ დაანონსებული „ღირსების მარშის” შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, „ღირსების მარში” ფსიქოლოგიური ტერორია და ის მომავალი თაობების ცნობიერების შეცვლის მიზნით ტარდება.

„ვერანაირი ეგრეთ წოდებული “ღირსების მარში” ვერ შედგება საქართველოში; ამას არ დავუშვებთ! რადგან ეს არის ჩვენს შვილებსა და მომავალი თაობების ცნობიერებეზე გათვლილი ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი.

მათი მიზანია ეს სოდომური ცოდვა, ღვთისა და ბუნების საწინააღმდეგო მოვლენა, აქციონ ნორმად ჩვენს საზოგადოებასა თუ მომავალ თაობებში.

როგორც რუის-ურბნისის ძეგლისწერაშია ნახსენები “ამ ცოდვამ დაღუპა მრავალი სახელმწიფო და მრავალ ხალხს დაუკარგა თავისუფლება”.

მიუხედავად იმასა,რომ ჩვენმა მრავალ საუკუნოვანმა მართლმადიდებელ-ქრისტიანულმა ერმა გაუძლო მრავალ იმპერიათა თუ ურდოთა შემოსევებს, თანამედროვე ეპოქა სხვა პრობლემებთან ერთად ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს, რომელიც გულისხმობს მსოფლიო სოდომიტური დიქტატის დამყარებას. ამიტომ გვმართებს გონივრული წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ღვთის განმამწარებელ, საძულველ ცოდვასა და იდეოლოგიას.

უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს,უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები